მთიულეთის ქედი

ქედის ხედი სოფ. ბუჩაანიდან
მთიულეთის ქედი — კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ტოტი, მდინარეების მთიულეთის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე შირიმის მწვერვალთან და მთავრდება ზემოაღნიშნული მდინარეების შესართავთან. აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური ნალექებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ძლიერ დანაწევრებული და ფართოა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ვიწრო. მოგლუვებულ თხემზე აღმართულია მწვერვალები: მთაწმინდა (2759 მ), ჭალისთავი (2750მ), საბადლო (2802 მ), წიფორი (2577). კალთები შემოსილია შერეული, ფართოფოთლიანი (ზოგან ფიჭვის) ტყით თხემური ზონა — სუბალპური და ალპური მდელოებით.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკლება დ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 673.