სამყინოსღელე
სამყინოსღელე | |
---|---|
![]() თუშეთის ხედი სამყინოსღელეს უღელტეხილიდან | |
კოორდინატები: 42°18′13″ ჩ. გ. 45°26′23″ ა. გ. / 42.30361° ჩ. გ. 45.43972° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3167 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
აკავშირებს | სამყურისწყლისა და სტორის ხეობებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვები |
ფლორა | სუბალპური და ალპური მდელოები |
სამყინოსღელე, სამყინვროს წვერი, საყინოსღელე — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონზე. სიმაღლე 3167 მ. სამყინოსღელეს მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. უღელტეხილი მდინარეების სამყურისწყლისა და სტორის ხეობებს აკავშირებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 43.