ტიხტენგენი
ტიხტენგენი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 43°07′15″ ჩ. გ. 42°59′20″ ა. გ. / 43.12083° ჩ. გ. 42.98889° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4618 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ტიხტენგენი (რუს. Тихтенген) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია საქართველოს — მესტიის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის — ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 4618 მ. აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და კამბრიულისწინა მეტამორფული ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ტიხტენგენის კალთებიდან სათავეს იღებს რამდენიმე მსხვილი მყინვარი, მათ შორის წანერის მყინვარი და სხვა. მწვერვალი პირველად დაიპრეს 1935 წელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 733.