რიკოთის უღელტეხილი
იერსახე
| რიკოთის უღელტეხილი | |
|---|---|
რიკოთის უღელტეხილი | |
| კოორდინატები: 42°03′09″ ჩ. გ. 43°29′31″ ა. გ. / 42.05250° ჩ. გ. 43.49194° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 996 მ |
| ქედი | ლიხის ქედი |
| აკავშირებს | თბილისისა და ქუთაისის ავტომაგისტრალს |
| ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
| ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე |
რიკოთის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებში, ხარაგაულისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, მდინარე ძირულის მარცხენა შენაკადის — რიკოთულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 996 მ. მიდამო აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, შემოსილია კოლხური ტიპის შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. უღელტეხილზე გადადის თბილისი — ქუთაისის ავტომაგისტრალი.
1982 წელს უღელტეხილის ქვეშ გაიხსნა საავტომობილო გვირაბი სიგრძით 1722 მ. 2010 წელს დაიწყო რიკოთის გვირაბის განახლება, რომელიც 2011 წლის ნოემბერში დასრულდა.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 390.