ჯანღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯანღა
ჯანღა — უმაღლესი მწვერვალი მარცხნივ
ჯანღა — უმაღლესი მწვერვალი მარცხნივ
კოორდინატები: 43°01′08″ ჩ. გ. 43°03′24″ ა. გ. / 43.01889° ჩ. გ. 43.05667° ა. გ. / 43.01889; 43.05667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 5078 
ქედი სვანეთის კავკასიონი
პირველი ასვლა ჯონ კოკინი (1888)
ჯანღა — საქართველო
ჯანღა
ჯანღა — რუსეთი
ჯანღა

ჯანღა, ჯანგითაუ (რუს. Джанга) — მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს საქართველოს მესტიის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — ხალდეჭალის სათავეში. წარმოადგენს ბეზენგის უზარმაზარი კედლის ნაწილს. აერთიანებს სამ მწვერვალს: აღმოსავლეთ (5038 მ), მთავარ (5078 მ) და დასავლეთ (5058 მ) ჯანღას. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მთლიანად მოქცეულია ხალდეს მყინვარის აუზში. კალთები 2000 მ ქვევით წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია. ამ რაიონში იღებს სათავეს კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი ბეზენგი. ჯანღა ალპინიზმის პოპულარული ადგილია.[1]

1888 წლის 12 სექტემბერს აღმოსავლეთ ჯანღაზე პირველები ავიდნენ ინგლისელი მთამსვლელები (ჯ. კოკინი, უ. ალმერი, კ. როსი), რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე მთავარი შხარა დალაშქრეს, მოგვიანებით კი — უშბა და დიხთაუ. ყველაზე რთული, 5 B კატეგორიის მარშრუტი (სამხრეთ-დასავლეთი კედელი) პირველად ქართველმა მთამსვლელებმა (გრიშა გულბანი — ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ბერძენიშვილი, ჯოკია გუგავა, სოზარ გუგავა, ილო ყავლაშვილი, სულიკო ხაბეიშვილი) გაკვალეს. მთავარ ჯანღაზე პირველასვლა ასევე უცხოელ მთამსვლელებს ეკუთვნით.[2]

1935 წლის 23 ივლისს ჩრდილო-აღმოსავლეთი თხემით (5 A კატეგორია) მწვერვალზე ავიდნენ რ. შვარცგრუბერი (ჯგუფის ხელმძღვანელი) ვ. მარინი, ფ. პერინგერი და ხ. ტალერი. ხალდეს მყინვარიდან გავლილია მხოლოდ ერთი მარშრუტი. 1965 წელს სსრკ ჩემპიონატის პროგრამით სამხრეთის კედლით მთავარი ჯანღის პიკს მიაღწიეს გივი ქართველიშვილმა (ჯგუფის ხელმძღვანელი), თამაზ ბაქანიძემ, ნუგზარ ბაქრაძემ, ბესიკ ბაქრაძემ, თენგიზ ბერიშვილმა და დიმიტრი შარაშენიძემ. მასივის მწვერვალთა შორის ყველაზე მიუდგომელია დასავლეთი ჯანღა.[2]

ჩრდილოეთიდან მისი აღება არ ხერხდება ყინულცვენისა და ზვავსაშიშროების გამო. ხალდეს მყინვარიდან გაკვალულია ორი მარშრუტი (1960 — ოთარ ხაზარაძე, 1964 — ი. რეფორმატორსკი).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 540, თბ., 1987 წელი.
  2. 2.0 2.1 2.2 ჯანღა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი