ნაკრის მყინვარი
ნაკრის მყინვარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°11′48″ ჩ. გ. 42°28′22″ ა. გ. / 43.1969389° ჩ. გ. 42.4727806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | შდავლერის ქედი |
| ფართობი | 0,4 კმ² |
| სიგრძე | 0,7 კმ |
| ტიპი | კარულ-ხეობური |
ნაკრის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, შდავლერის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — ნაკრის აუზში. სიგრძე 0,7 კმ, ფართობი 0,4 კმ², მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2860 მ სიმაღლემდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. ნაკრის მყინვარზე აქვს სათავე მდინარე ნაკრას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 303.
| |||||