დიხსუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიხსუ
კოორდინატები: 42°58′58″ ჩ. გ. 43°13′04″ ა. გ. / 42.98278° ჩ. გ. 43.21778° ა. გ. / 42.98278; 43.21778
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყაბარდო-ბალყარეთი
ქედი კავკასიონი
ფართობი 34 კმ²
სიგრძე 13,3 კმ
ტიპი ხეობური
დიხსუ — რუსეთი
დიხსუ
დიხსუ — ყაბარდო-ბალყარეთი
დიხსუ

დიხსუ — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. მდებარეობს კავკასიონის ქედზე, შხარის, აილამისა და ფიტნარგინის მწვერვალებს შორის. რამდენიმე ნაკადად ეშვება 2040 მ სიმაღლემდე. სიგრძე 13,3 კმ, ფართობი 34 კმ². ფირნის ხაზის სიმაღლე გადის ზღვის დონიდან 3300 მ სიმაღლეზე. მყინვარის ენა ეშვება 2070 მ-მდე და დასაბამს აძლევს მდინარე დიხსუს (მდინარე ბალყარეთის ჩერეკის ერთ-ერთი სათავე). მყინვარის ზედაპირის ფართობის დაახლოებით 20% დაფარულია მორენებით. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული მყინვარმა უკან დაიხია 1750 მ-ით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიხსუ&oldid=3486946“-დან