ალევის ქედი
ალევის ქედი | |
---|---|
![]() მექეთი (მარჯვნივ) და შელი (მარცხნივ) | |
კოორდინატები: 42°12′00″ ჩ. გ. 44°37′00″ ა. გ. / 42.20000° ჩ. გ. 44.6166694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | მექეთი |
სიმაღლე | 2937 მ |
ალევის ქედი[1] ან ლომის-ალევის ქედი — ქედი საქართველოში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ შტოს. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს — ხარულის ქედს. ალევის ქედი მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფია. იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ). ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისისმთა (2452 მ) და სხვა.
ალევის ქედი სამხრეთით ბოლოვდება ლორწიმის კლდის (ალევის კლდის) მასივით (1973 მ). მაღლა ქედზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — ფართოფოთლიანი ტყეები.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 96.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 17.