წეის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წეის მყინვარი
კოორდინატები: 42°45′50″ ჩ. გ. 43°51′08″ ა. გ. / 42.76389° ჩ. გ. 43.85222° ა. გ. / 42.76389; 43.85222
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთი ოსეთი
ქედი კავკასიონი
ფართობი 9,0 კმ²
სიგრძე 9,7 კმ
ტიპი ხეობური
წეის მყინვარი — რუსეთი
წეის მყინვარი
წეის მყინვარი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
წეის მყინვარი

წეის მყინვარი (ოს. Цъæйы цъити) — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. იწყება ადაი-ხოხისა და უილფათას შორის მდებარე ფირნის ველებიდან. წარმოადგენს კავკასიონის ერთ-ერთ ყველაზე მოზრდილ მყინვარს, რომელიც ამასთანავე, საკმაოდ ქვემოთ ეშვება ზღვის დონიდან. იკვებება მწვერვალ ადაი-ხოხის ატმოსფერული ნალექებით. ეშვება ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე. სიგრძე (ფირნის ველებთან ერთად) 9 კილომეტრია, ფართობი 9,7 კმ². უკიდურესი ქვემო მონაკვეთი მეტად ვიწროა, ზედა — ფართო. ამ მონაკვეთზე მყინვარის სიგანე 1 კილომეტრამდეა. წეის მყინვარზე სათავე აქვს მდინარე წეიდონს (არდონის მარცხენა შენაკადი). გარშემორტყმულია 2500 მ სიმაღლის კლდეებით და წარმოქმნის მრავალ ნაპრალსა და რამდენიმე მყინვარულ წყალვარდნილს.

მყინვართან სიახლოვეს მდებარეობს ალპინისტური ბაზა და ბანაკი. აქვეა მთის საკურორტო ადგილი წეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]