ლაღორა
იერსახე
| ლაღორა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°41′07″ ჩ. გ. 43°30′36″ ა. გ. / 42.68528° ჩ. გ. 43.51000° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3152 მ |
| ქედი | შოდა-კედელას ქედი |
| ამგებელი ქანები | ფლიშური ქანი |
ლაღორა — კლდოვანი მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შოდა-კედელას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადების — შოდურისა და ლაღორულის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3152 მ. აგებულია ქვედაცარცული ფლიშური ქანებით. ლაღორის კალთებზე ალპური მდელოებია, ჩრდილოეთ კალთაზე ჩაწოლილია ნაზვავები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 147.