ყოშთანთაუ
იერსახე
ყოშთანთაუ | |
---|---|
ყოშთანთაუ | |
კოორდინატები: 43°03′00″ ჩ. გ. 43°12′43″ ა. გ. / 43.05000° ჩ. გ. 43.21194° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 5152 მ |
ქედი | გვერდითი ქედი |
ყოშთანთაუ (რუს. Коштан-тау) — მწვერვალი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონის გვერდით ქედზე, მდინარე ჩერეკის სათავეებში, მწვერვალ დიხთაუს აღმოსავლეთით. სიმაღლე 5152 მ. კავკასიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად მისადგომი მწვერვალი. აგებულია კრისტალური ქანებით. კალთებზე თოვლისა და ფირნის ველები და დიდი მყინვარებია. უმთავრესად ჩრდილოეთ კალთიდან ეშვება 5 მოზრდილი პირველი თანრიგის მყინვარი. 1888 წლის 17 აგვისტოს ყოშთანთაუზე ასვლისას დაიღუპა რამდენიმე ალპინისტი და გამყოლი.[1] ყოშთანთაუ პირველად დაიპყრეს 1889 წელს. დღეისათვის მწვერვალი ალპინიზმის პოპულარული ადგილია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სინაურიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 660.