შდავლერი
შდავლერი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°08′38″ ჩ. გ. 42°20′25″ ა. გ. / 43.14389° ჩ. გ. 42.3402806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | შდავლერის ქედი |
| ფართობი | 2,3 კმ² |
| სიგრძე | 3,2 კმ |
| ტიპი | ხეობური |
შდავლერი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, შდავლერის ქედზე. ვრცელდება მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — ნენსკრის აუზში. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 2,3 კმ². შდავლერის მყინვარის ენის სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან 2680 მ სიმაღლეზე. საზრდოობს მწვერვალ შდავლერის ჩრდილო-დასავლეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით. მისასვლელი გზაა სოფელ ტიტიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 698.
| |||||