ყადორის უღელტეხილი
ყადორის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°08′ ჩ. გ. 45°45′ ა. გ. / 42.133° ჩ. გ. 45.750° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2366 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვები |
ყადორის უღელტეხილი (რუს. Кодорский перевал) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთს, კერძოდ, დაღესტანს შორის. სიმაღლე 2366 მ. ყადორის უღელტეხილის მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მდინარე ინწობის (ალაზნის აუზი) ხეობიდან მდინარე ორწყლის (ანდის ყოისუს აუზი) ხეობაში გადადის საჭაპანო გზა (კახეთის მხარეს აკავშირებს დაღესტანთან).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 606.