ლეადაშტი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ნაკრის ხეობაში. აქვს ვრცელი ფირნის ველი, მყინვარის ენა სუფთაა და ფირნიდან გამოსვლის შემდეგ მთავრდება რიგელზე.[1] სიგრძე 4,02 კმ, ფართობი 3,47 კმ².[2]მყინვარის ენა 3170 მ სიმაღლეზე მთავრდება. ფირნის ექსპოზიცია სამხრეთულია, ხოლო ფირნის ქვემო მონაკვეთი და ენა დასავლეთური მიმართულებისაა. გრანდიოზული რიგელის გამო მორენები არ აქვს. ადრე ენას ყინულჩანჩქერის ფორმა უნდა ჰქონოდა და ფხვიერი მასალა რიგელის ძირში გროვდებოდა. მყინვარის ენა რიგელის თავზე მცირე მანძილზე ეხლაც გამოედინება.[1] 1960–2014 წლებში მყინვარის ფართობი 19,11 %-ით შემცირდა.[2]