აბანოს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბანო.
აბანოს მყინვარი
კოორდინატები: 42°41′40″ ჩ. გ. 44°32′29″ ა. გ. / 42.6947194° ჩ. გ. 44.54139° ა. გ. / 42.6947194; 44.54139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი მყინვარწვერის მასივი
ფართობი 1,6 კმ²
სიგრძე 4,2 კმ
აბანოს მყინვარი — საქართველო
აბანოს მყინვარი
აბანოს მყინვარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
აბანოს მყინვარი

აბანოს მყინვარი — მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 4,2 კმ, ფართობი 1,6 კმ², უდიდესი სიგანე 610 მ. ასაზრდოებს მდინარე თერგის მარცხენა შენაკადს — ჩხერს. 1909-1910 წლებში ერთ-ერთი მთის ჩამოქცევის შედეგად მყინვარის ზედაპირზე წარმოიქმნა ოთხი კატასტროფული გლაციალური ღვარცოფი, რომელიც გაუყვა მდინარე ჩხერს და დაანგრია ჩხერის ხიდი, ხოლო საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ზიანი მიაყენა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]