საუხოხი
იერსახე
| საუხოხი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°36′03″ ჩ. გ. 43°45′06″ ა. გ. / 42.60083° ჩ. გ. 43.75167° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 3711 მ |
| ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი და ქვიშაქვა |
| ასაკი | ქვედაცარცული |
საუხოხი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3711 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. საუხოხის კალთებზე ალპური მდელოებია, თხემზე — სუბნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 148.