აილამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აილამა
მწვერვალი აილამა
მწვერვალი აილამა
კოორდინატები: 42°56′58″ ჩ. გ. 43°11′03″ ა. გ. / 42.94944° ჩ. გ. 43.18417° ა. გ. / 42.94944; 43.18417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4547 
ქედი ცენტრალური კავკასიონი
პირველი ასვლა 1937
აილამა — საქართველო
აილამა
აილამა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
აილამა

აილამა[1], აჰლამა — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, მდინარე ზესხოს მარჯვენა შენაკადის — ყორულდაშის სათავეში. სიმაღლე 4547 მ. აგებულია იურული ფიქლებით. აილამის ქვედა ფერდობებზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზედა ფერდობებზე — სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. აილამის სამხრეთი ფერდობის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1937 წელს.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]