ბოყო — ხეობის ტიპის მყინვარისაქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარერიონის მარცხენა შენაკადის — ჭანჭახის სათავეში. სიგრძე 4,5 კმ. ფართობი 3,88 კმ². მყინვარის ბოლო ზღვის დონიდან 2450 მ სიმაღლეზეა.[1] ბოყოს ექსპოზიცია სამხრეთ-დასავლეთურია. მისი ფირნის ველი შეზრდილია მყინვარ ყარაუგომის (კავკასიონის ჩრდილოეთი კალთა) ფირნის ველთან. მდინარე ჭანჭახის აუზში თავისი მორფომეტრიული პარამეტრებით პირველ ადგილს იკავებს. მყინვარ კირტიშოს შემდეგ მდინარე რიონის აუზში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია. მყინვარის ფირნი და ენა კარგადაა გამიჯნული ერთმანეთისაგან, მყინვარის ენა ხეობაშია ჩაწოლილი დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზე. მისი სიგანე 400–500 მ-ია და დასერილია სხვადასხვა მიმართულების ნაპრალებით. მყინვარ ბოყოს ფირნი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაჭიმულია 5,10 კილომეტრის მანძილზე. ფირნი შეერთებულია კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობის მყინვარ ყარაუგომთან. შეერთების ადგილთან ფირნის სიგანე 1,25 კმ-ია. მყინავრის ენის ზედაპირი ძირითადად სუფთაა.[2]