ქაჩუს უღელტეხილი
ქაჩუს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′24″ ჩ. გ. 45°32′03″ ა. გ. / 42.54000° ჩ. გ. 45.53417° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3550 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
აკავშირებს | პირიქითის ხეობას მდინარე შარო-არღუნის აუზთან |
ამგებელი ქანები | ლიასური თიხაფიქლები |
ფლორა | ალპური მდელო |
ქაჩუს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე. სიმაღლე 3550 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. უღელტეხილი პირიქითის ხეობას აკავშირებს მდინარე შაროარღუნის აუზთან. თხემური ნაწილი კლდოვანია, ჩრდილოეთ მხარეს მყინვარია. ქაჩუს უღელტეხილის კალთები შემოსილია ალპური მდელოთი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 496.