ნაგები
ნაგები | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°01′59″ ჩ. გ. 42°57′36″ ა. გ. / 43.0330611° ჩ. გ. 42.96000° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| ფართობი | 6,4 კმ² |
| სიგრძე | 5,5 კმ |
| ტიპი | ხეობური |
ნაგები — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 5,5 კმ, ფართობი 6,4 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2430 მ სიმაღლემდე. ნაგები საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. მყინვარზე აქვს სათავე მდინარე წანერის ერთ-ერთ შენაკადს. ასვლა შეიძლება სოფელ ჟაბეშიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 283.
| |||||