ლეხზირი (მწვერვალები)
იერსახე
| ლეხზირი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°09′19″ ჩ. გ. 42°46′04″ ა. გ. / 43.15528° ჩ. გ. 42.76778° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 4100 მ |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| ლანდშაფტი | ნივალური |
| ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
ლეხზირი — მწვერვალები საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობენ სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ შტოქედზე : მთავარი ლეხზირი სიმაღლე ზღვის დონიდან 4100 მ; დასავლეთის ლეხზირი სიმაღლე 3900 მ; აღმოსავლეთის ლეხზირი სიმაღლე 4100 მ. აგებულია გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. გზა ადის თოთის უღელტეხილიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 209.