შხელდის მყინვარი
შხელდის მყინვარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°08′51″ ჩ. გ. 42°38′40″ ა. გ. / 43.14750° ჩ. გ. 42.64444° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| ფართობი | 4,1 კმ² |
| სიგრძე | 3,2 კმ |
შხელდის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — დოლრაჭალის აუზში. წარმოადგენს უშბის მყინვარის მარჯვენა შენაკადს. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 4,1 კმ². მყინვარის ენის სიმაღლე ზღვის დონიდან 2600 მ-მდეა. საზრდოობს შხელდის მასივიდან ჩამონადენი მყინვარებითა და თოვლის ზვავებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 65.
| |||||