ჭანჭახისწვერი
იერსახე
| ჭანჭახისწვერი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°44′41″ ჩ. გ. 43°47′37″ ა. გ. / 42.74472° ჩ. გ. 43.79361° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 4462 მ |
| ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ჭანჭახისწვერი, ჭანჭახი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ჭანჭახის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4462 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კლდოვანი, ციცაბოკალთებიანია. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალის სამხრეთ კალთაზე განლაგებულია ჭანჭახის მყინვარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.
| |||||||||||