ჭეშოსმთა
იერსახე
| ჭეშოსმთა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°29′55″ ჩ. გ. 45°39′00″ ა. გ. / 42.498833° ჩ. გ. 45.650167° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
| სიმაღლე | 4086 მ |
| ქედი | პირიქითი ქედი |
| ამგებელი ქანები | ფიქალი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ჭეშოსმთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედის თხემზე, მდინარე პირიქითის ალაზნის მარცხენა შენაკადის — დიდიხევის სათავეში, საქართველოსა და რუსეთის ჩეჩნეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4086 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. რელიეფი კლდოვანია, ციცაბო. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.