მაჩხალროსო
მაჩხალროსო | |
---|---|
კოორდინატები: 41°54′34″ ჩ. გ. 46°25′19″ ა. გ. / 41.90944° ჩ. გ. 46.42194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3000 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
გამავალი გზა | საცალფეხო გზა |
აკავშირებს | საქართველო/დაღესტანი |
ამგებელი ქანები | ქვედაიურული თიხაფიქლები |
ფლორა | ალპური მდელობი |
მაჩხალროსო — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონზე, მდინარეების მაწიმისწყლისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი ) და მაჩხალორის (ჯურმუთის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე 3000 მ. მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელობით. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს აკავშირებს დაღესტანთან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 510.