ეგრისის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეგრისის ქედი
კოორდინატები: 42°42′30″ ჩ. გ. 42°36′41″ ა. გ. / 42.70833° ჩ. გ. 42.61139° ა. გ. / 42.70833; 42.61139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ლენტეხი, ცაგერი
უმაღლესი წერტილი ჭითაგვალა
სიმაღლე 3226 
ეგრისის ქედი — საქართველო
ეგრისის ქედი

ეგრისის ქედი, სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედიკავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი. მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 62 კმ, სიგანე 37 კმ. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ჭითაგვალა (3226 მ). 3000 მ-ზე მაღალი მწვერვალებია: ცალმაგი, ტეხურიშდუდი, ლაკუმურაშდუდი, დიდღალიდუდი, ოთეფურა, თხეიშიშდუდი და სხვა. ეგრისის ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით, რომელიც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს, ქედის სამხრეთ პერიფერიულ ზოლში გავრცელებულია ცარცული კირქვები, რომლებითაც აგებულია კარსტული მასივები: წულიში, ყვირა, გაუჩა, მიგარია და ასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძველი განყინვარების კვალი. ეგრისის ქედიდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდინარეები: მაგანა, ჭანისწყალი, ხობი, ტეხური, ჩრდილოეთისაკენ - თხეიში, კასლეთი და ხელედულას მარჯვენა შენაკადები. მაგანას სათავეებში, 2643 მ სიმაღლეზე, არის მყინვარული ტბა ტობავარჩხილი. სხვა ტბებიდან აღსანიშნავია ოხოჯა და დიდი ტობავარჩხილი.

ეგრისის ქედის კალთები 1200 მ-მდე შემოსილია კოლხური ფართოფოთლიანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). 2100 მ სიმაღლემდე წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), უფრო ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]