სამხრეთი წანერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამხრეთი წანერი
კოორდინატები: 43°03′10″ ჩ. გ. 42°59′31″ ა. გ. / 43.0527806° ჩ. გ. 42.9922194° ა. გ. / 43.0527806; 42.9922194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ფართობი 12,60 კმ²
სიგრძე 11,71 კმ
ტიპი ხეობური
სამხრეთი წანერი — საქართველო
სამხრეთი წანერი
სამხრეთი წანერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სამხრეთი წანერი

სამხრეთი წანერი — მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. საქართველოში სიდიდით მეორე მყინვარია, მისი ფართობი 12,60 კმ², ხოლო სიგრძე 11,71 კილომეტრია. მყინვარის ზედაპირზე ნაპრალები სუსტად არის განვითარებული. მყინვარის ენის ზედაპირი მდიდარია აბლაციური ფორმებით (ჭები, მყინვარული მაგიდები, ჭიქები, ნადნობი წყლებისაგან გაჩენილი ღარები და სხვა). მყინვარის ენა ზღვის დონიდან 2525 მეტრზე მთავრდება. მას ორივე მხარეზე კარგად გამოხატული გვერდითი სტადიალური მორენები გაუყვება.

1986 წელს გადაღებულ კოსმოსურ სურათზე ჩანს, რომ სამხრეთ წანერს აქვს მცირე კონტაქტი მყინვარ ჩრდილოეთ წანერთან. 2000 წელს გადაღებულ კოსმოსურ სურათზე კი მათი კონტაქტი გაწყვეტილია და ჩრდილოეთის ნაკადი საკმაო მანძილითაა დაცილებული სამხრეთისას. სავარაუდოდ მათი გაყოფა 1986-1990 წლებში უნდა მომხდარიყო. მათი ფირნები ერთმანეთისაგან გამოყოფილია კავკასიონის ქედიდან გამოსული განშტოებით. მყინვარული ენები ერთმანეთს უერთდებოდნენ ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე და წარმოიქმნებოდა დასავლეთური ექსპოზიციის ერთიანი ენა, რომელიც მთავრდებოდა 2380 მ სიმაღლეზე. მყინვარის სიგრძე 13,36 კმ იყო, ხოლო ფართობი კი 28,28 კმ².

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014.