მარუხის უღელტეხილი
მარუხის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°21′31″ ჩ. გ. 41°23′53″ ა. გ. / 43.35861° ჩ. გ. 41.39806° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2746 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
მარუხის უღელტეხილი (რუს. Марухский перевал) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ მარუხის დასავლეთით. სიმაღლე 2746 მ. მიდამოები აგებულია გრანიტოიდებით. დამახიათებელია გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო გზით აკავშირებს ჩხალთის ხეობასა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) და მარუხის ხეობას (ყარაჩაი-ჩერქეზეთი).
1942 წლის 25 აგვისტოდან მოყოლებული, მარუხის უღელტეხილზე მიმდინარეობდა უმძიმესი ბრძოლები, ქართული დივიზიები გენერალ-მაიორ კონსტანტინე ლესელიძის მეთაურობით გმირულად ებრძოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 463.