ბეზენგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეზენგი
კოორდინატები: 43°03′25″ ჩ. გ. 43°05′49″ ა. გ. / 43.05694° ჩ. გ. 43.09694° ა. გ. / 43.05694; 43.09694
ბეზენგი (რუსეთი)
Blue Fire.svg
ტიპი ხეობის მყინვარი
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი, კავკასიონი

ბეზენგი (ულუჩირანი) — ხეობის ტიპის მყინვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდებარეობს რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში. ეშვება შხარის (5058 მ) და ჯანღის (5049 მ) მწვერვალებიდან 2000 მ სიმაღლემდე. ფირნის აუზის ფართობი 33,4 კმ2, ენისა — 7,2 კმ2. მყივნარის ენის (სიგრძე 9 კმ-მდე) დიდი ნაწილი დაფარულია მორენებით. ბეზენგიდან იწყება მდინარე ბეზენგის ჩერეკი (მდინარე ბაქსანის აუზი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]