ლაბოდა
იერსახე
| ლაბოდა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°53′23″ ჩ. გ. 43°28′40″ ა. გ. / 42.88972° ჩ. გ. 43.47778° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 4314 მ |
| ქედი | რაჭის კავკასიონი |
ლაბოდა (რუს. Лабода) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონზე, მდინარე რიონის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4314 მ. აგებულია გრანიტოიდებით. ლაბოდის კალთები დანაწევრებულია ღრმა ნაპრალებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 95.
| |||||||||||