ზეკარის უღელტეხილი
ზეკარის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′07″ ჩ. გ. 43°57′28″ ა. გ. / 42.55194° ჩ. გ. 43.95778° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3184 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ზეკარის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონზე, მდინარე ზეკრის (დიდი ლიახვის შენაკადი) სათავეში, მწვერვალ ზეკრის აღმოსავლეთით. სიმაღლე 3184 მ. ზეკრის კალთები აგებულია იურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დაფარულია მუდმივი თოვლ-ყინულით. მდინარე დიდი ლიახვის ხეობას აკავშირებს მდინარე თერგის ხეობასთან (ჩრდილოეთი ოსეთი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 503.