აგეფსთა
Jump to navigation
Jump to search
აგეფსთა | |
---|---|
![]() აგეფსთა აიბღის ქედიდან | |
კოორდინატები: 43°32′53″ ჩ. გ. 40°28′53″ ა. გ. / 43.5481361° ჩ. გ. 40.4815611° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3257 მ |
ქედი | გაგრის ქედი |
აგეფსთა[1], იაღიაფსთა, აღეფსთა (აფხ. Аӷаԥсҭа < аӷ — „სეტყვა“ და аԥсҭа — „ხეობა“) — მთა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე გეგის მარცხენა შენაკად აგეფსთის სათავესთან. სიმაღლე 3257 მ. აგებულია ბაიოსური ტუფპორფირიტებით. მკაფიოდ ემჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. თანამდეროვე გამყინვარება მცირეა, უფრო ჩრდილოეთ ფერდობებზეა. 1700-1800 მ-მდე სოჭნარი და წიფლნარია, ზემოთ კი სუბალპური მაღალი ბალახეული და ალპური მდელოებია. მისასვლელი — მდინარე გეგისა და მდინარე მზიმთის სათავეებიდან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 53.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 14, თბ., 1987.