ვახუშტის მწვერვალი
ვახუშტის მწვერვალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°57′23″ ჩ. გ. 43°08′29″ ა. გ. / 42.9565500° ჩ. გ. 43.141472° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3879 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ვახუშტის მწვერვალი — ალპური ტიპის მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეში. სიმაღლე 3879 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალი დაფარულია მარადი თოვლით, კალთები ალპური მდელოებით. პირველი ასვლა მოეწყო 1933 წელს ალპინისტ სანდრო გვალიას ხელმძღვანელობით და ვახუშტის მწვერვალი უწოდეს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დევდარიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 233.