მაილი
მაილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′32″ ჩ. გ. 44°28′37″ ა. გ. / 42.70889° ჩ. გ. 44.47694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 4506 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
მაილი — მწვერვალი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს ჯიმარასა და მყინვარწვერს შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე. სიმაღლე 4506 მ. აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კარგადაა გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. გზა ადის მდინარე თერგის სათავეებიდან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 363.