ყურო
იერსახე
ყურო | |
---|---|
მწვერვალი ყურო და ყუროსწყლის ხეობა | |
კოორდინატები: 42°40′30″ ჩ. გ. 44°41′32″ ა. გ. / 42.67500° ჩ. გ. 44.69222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4071 მ |
მთის მასივი | კავკასიონი |
ქედი | ყუროს ქედი |
ლანდშაფტი | ალპური |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
ყურო — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სუბმერიდიანულ განშტოებაზე, მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფ ყუროს ქედზე.[1] წარმოადგენს ყუროს ქედის უმაღლეს წერტილს (4071 მ). აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. სახელწოდება თურქული წარმოშობისაა და ითარგმნება, როგორც „მშრალი უთოვლო მწვერვალი“, სადაც „ყურუუ“ აღნიშნავს მშრალს. სახელწოდება აიხსნება იმით, რომ მყინვარწვერის, მაილისა და სხვა დათოვლილი და გაყინული მწვერვალების საპირისპიროდ, ამ მასივზე ზაფხულში თოვლი თითქმის არ არის. სხვა ვერსიის თანახმად, სახელწოდების საფუძველია ქართული ყურო — „მღვიმე“. თუმცა ცოტაოდენ ცნობილი მღვიმეები აქ აღმოჩენილი არ ყოფილა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964
- ↑ კავკასიის ტოპონიმიკური ლექსიკონი (რუსული)