როკის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როკის უღელტეხილი
S vysoty rokskago perevala r Ruch-Don derevni Roki.jpg
კოორდინატები: 42°36′42″ ჩ. გ. 44°08′06″ ა. გ. / 42.61167° ჩ. გ. 44.13500° ა. გ. / 42.61167; 44.13500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 2995 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
როკის უღელტეხილი — საქართველო
როკის უღელტეხილი
როკის უღელტეხილი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
როკის უღელტეხილი

როკის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2995 . მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადის — მდინარე როკისწყლის ხეობით შიდა ქართლს აკავშირებს მდინარე არდონის ხეობასთან ანუ ჩრდილოეთ ოსეთთან. 1984 წელს როკის უღელტეხილზე გაიხსნა როკის სატრანსპორტო გვირაბი, რომლის საერთო სიგრძეა 3730 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]