მაილის უღელტეხილი
მაილის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′37″ ჩ. გ. 44°29′18″ ა. გ. / 42.7104139° ჩ. გ. 44.4885111° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4400 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
მაილის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს მყინვარწვერსა და მაილს შორის, სიმაღლე 4400 მ. დაფარულია თოვლ-ყინულით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს და ჩრდილოეთ ოსეთს, აგრეთვე გერგეტის, დევდარაკის, დენკარისა და მნის მყინვარებს (მდინარე თერგის აუზი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 363.