ლაჰილის მყინვარი
ლაჰილის მყინვარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°55′50″ ჩ. გ. 42°31′34″ ა. გ. / 42.9308306° ჩ. გ. 42.52611° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | სვანეთის ქედი |
| ფართობი | 5,24 კმ² |
| სიგრძე | 5,5 კმ |
| ტიპი | ხეობური |
ლაჰილის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 5,5 კმ, ფართობი 5,24 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2220 მ-ზე. ლაჰილის მყინვარი შედგება 2 ტოტისაგან, მარჯვენა ტოტი დიდია, მარცხენა — პატარა და ყინულვარდნილს წარმოადგენს. საზრდოობს მწვერვალ ლაჰილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. ასაზრდოებს მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადს — ხუმფრერს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.
| |||||