ლაღზწითი
იერსახე
ლაღზწითი | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′37″ ჩ. გ. 44°18′36″ ა. გ. / 42.5604556° ჩ. გ. 44.3101972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3877 მ |
ქედი | კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი |
ამგებელი ქანები | კარბონატული ფლიში |
ასაკი | ზედაიურიული |
პირველი ასვლა | 1930 (გ. გიორგაძის ხელმძღვანელობით) |
ლაღზწითი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ჯავის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების თერგისა და დიდი ლიახვის ზემოთების წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3877 მ. აგებულია ზედაიურული კარბონატული ფლიშით. აქვს მცირე მყინვარები, მათ შორის უდიდესიდან იწყება მდინარე დიდი ლიახვი. პირველი საბჭოთა ასვლა მოეწყო 1930 წელს, რომლის ხელმძღვანელი იყო გ. გიორგაძე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 146.