უშბის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უშბის მყინვარი
კოორდინატები: 43°07′54″ ჩ. გ. 42°37′53″ ა. გ. / 43.1316694° ჩ. გ. 42.6316194° ა. გ. / 43.1316694; 42.6316194
უშბის მყინვარი (საქართველო)
Blue Fire.svg
ტიპი ხეობის მყინვარი
მდებარეობა კავკასიონი, საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი 9.5 კმ²
სიგრძე 5.4 კმ

უშბის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 5.4 კმ, ფართობი 9.5 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2520 მეტრამდე. მყინვარის ზედაპირი ზემო ნაწილში დანაპრალებულია, ქვემოთ დაფარულია მორენული მასალით. მწვერვალების უშბისა და მაზერის კალთებზე იერთებს ორ მცირე, ხოლო შუაწელში, მარჯვნიდან — უფრო დიდ შენაკადს. საზრდოობს მწვერვალების მაზერის, უშბის, შჩუროვსკისა და შხელდის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარის ბოლოდან გამოდის მდინარე დოლრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ერთ-ერთ შემდგენელი, რომელიც 200 მ სიმაღლის ვერძის შუბლებზე ჩანჩქერებს ქმნის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]