გვანდრის მყინვარი
გვანდრის მყინვარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°11′21″ ჩ. გ. 42°01′55″ ა. გ. / 43.18917° ჩ. გ. 42.03194° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
| ფართობი | 0,6 კმ² |
| სიგრძე | 1,3 კმ |
| ტიპი | ხეობური |
გვანდრის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე კოდორის აუზში. სიგრძე 1,3 კმ, ფართობი 0,6 კმ². ფირნის საზღვრის სიმაღლე ზღვის დონიდან 3100 მ-ია, მყინვარის ენისა — 2730 მ. ასაზრდოებს მდინარე გვანდრას.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 44.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.
| |||||