შავი კლდე
შავი კლდე | |
---|---|
![]() შავი კლდის (ცენტრში) ხედი დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 42°15′14″ ჩ. გ. 45°37′09″ ა. გ. / 42.25389° ჩ. გ. 45.61917° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3578 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
![]() |
შავი კლდე — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების ჭანჭახოვანისა (თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი) და საბაკუნისხევის (ორწყალის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3578 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ძლიერ დახრილია. მთის ზოგიერთი ადგილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 672.