წითელი ხატი
წითელი ხატი | |
---|---|
კოორდინატები: 42°24′53″ ჩ. გ. 44°20′37″ ა. გ. / 42.41472° ჩ. გ. 44.34361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3026 მ |
ქედი | ხარულის ქედი |
ასაკი | ჰოლოცენი |
წითელი ხატი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხარულის ქედზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადის — ფაჩურისწყლის სათავეებში. სიმაღლე 3026 მ. აგებულია ჰოლოცენური ასაკის ანდეზიტური და დაციტური ლავებით. ახალგაზრდა ვულკანური კონუსია. აქვს დაუნაწევრებელი კალთები. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. წითელი ხატის ფერდობებზე მდებარეობს ორი მაღალმთიანი ტბა: დიდი წითელი ხატის ტბა და პატარა წითელი ხატის ტბა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 319.