ყუროს ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყუროს ქედი
ყურო და დაბა სტეფანწმინდა
ყურო და დაბა სტეფანწმინდა
კოორდინატები: 42°40′30″ ჩ. გ. 44°41′32″ ა. გ. / 42.67500° ჩ. გ. 44.69222° ა. გ. / 42.67500; 44.69222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი ყურო
სიმაღლე 4071 
ყუროს ქედი — საქართველო
ყუროს ქედი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ყუროს ქედი — ქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელ სუბმერიდიანულ განშტოებას. ყუროს ქედი მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფია. ქედის უმაღლესი მწვერვალია ყურო (4071 მ). მნიშვნელოვანია ასევე მწვერვალი შინო (3948 მ). აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები. ყუროს ქედის პირველი ტრავერსის მონაწილენი იყვნენ ლევან მარუაშვილი, შალვა მაყაშვილი და ივანე იუხინი (1931).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]