კლდოვანი ქედი
იერსახე
| კლდოვანი ქედი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°11′33″ ჩ. გ. 43°24′40″ ა. გ. / 43.19250° ჩ. გ. 43.41111° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | ყარაკაია |
| სიმაღლე | 3646 მ |
| სიგრძე | 931 კმ |
კლდოვანი ქედი (რუს. Скалистый хребет) — მეწინავე ქედი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთი კალთის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. სიგრძე 375 კმ, სიმაღლე დასავლეთით 1200-1700 მ, აღმოსავლეთით 3000 მ-მდე, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3646 მ (მთა ყარაკაია). კლდოვანი ქედი წარმოადგნეს კირქვებით აგებულ კუესტას. სამხრეთი კალთა ციცაბო, ჩრდილოეთი — დამრეცი. კლდოვანი ქედი დანაწევრებულია ცალკეულ მასივებად. უმაღლეს ნაწილში გვხვდება ძველი გამყინვარების ნიშნები (ცირკები, მორენები). განვითარებულია კარსტი. ჩრდილოეთი კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. სამხრეთ კალთებზე ტყის ზევით მთის მდელოები და სტეპია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 554.