პირიქითი ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პირიქითი ქედი
პირიქითი ქედის უმაღლესი წერტილი — ტებულოს მთა
პირიქითი ქედის უმაღლესი წერტილი — ტებულოს მთა
კოორდინატები: 42°32′27″ ჩ. გ. 45°33′00″ ა. გ. / 42.54083° ჩ. გ. 45.55000° ა. გ. / 42.54083; 45.55000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი ტებულოს მთა
სიმაღლე 4493 
სიგრძე 80 კმ
პირიქითი ქედი — საქართველო
პირიქითი ქედი

პირიქითი ქედი, თუშეთის ქედიკავკასიონის ჩრდილოეთი გამყოლი ქედი, მდინარეების პირიქითი ალაზნისა (ანდის ყოისუს სისტემა) და არღუნის (თერგის სისტემა) წყალგამყოფი, სიგრძე 80 კმ. ვრცელდება საქართველოს — ახმეტის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის — ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის ფარგლებში. უმაღლესი მწვერვალია ტებულოსმთა (4493 მ). 4000 მ-ზე მაღალია მწვერვალები: ქომიტო (4261), დიკლოსმთა (4285 მ), დანოსმთა (4174 მ) და სხვა. უღელტეხილები 3000-3500 მ სიმაღლეზეა, მ.შ. აღსანიშნავია: უყერიჩო (3042 მ), ქერიღო (3140 მ) და ქაჩუ (3550 მ).

პირიქითი ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზეა თანამედროვე მყინვარები და პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები 3000-3000 მ სიმაღლემდე შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1600-2200 მ-მდე, ფიჭვნარ-არყნარია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]