მამისონის უღელტეხილი
მამისონის უღელტეხილი | |
---|---|
![]() მამისონის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°42′22″ ჩ. გ. 43°47′35″ ა. გ. / 42.70611° ჩ. გ. 43.79306° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2819 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდები |
ლანდშაფტი | სუბალპური და ალპური |
მამისონის უღელტეხილი (რუს. Мамисонский перевал) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების არდონისა (თერგის მარცხენა შენაკადი) და ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2819 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია. მამისონის უღელტეხილზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 397.
|