ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი
იერსახე
| ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 4700 მ |
| ქედი | ცენტრალური კავკასიონი |
ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი[1] — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის გვერდით ქედზე, ფიტნარგინის ქედის განშტოების ადგილას, მყინვარ დიხსუს მარცხენა ტოტის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 4700 მ. კლდოვან-ყინულოვანია. მწვერვალს 1945 წელს დაერქვა ქართველი მთამსვლელის ალექსანდრე ჯაფარიძის სახელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 101.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 17.