მილიონა
მილიონა | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′16″ ჩ. გ. 44°33′52″ ა. გ. / 42.52111° ჩ. გ. 44.5647194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3007 მ |
ქედი | ხევის კავკასიონი |
მილიონა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, ჯვრის უღელტეხილის აღმოსავლეთით, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის — ხადისწყლის სათავეებში. სიმაღლე 3007 მ. მილიონა აგებულია პლეისტოცენური დაციტებით. წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს. მთას აქვს კლდოვანი კალთები, რომლებზეც ალპური მდელოებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 697.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2016.