ბეჩოს უღელტეხილი
ბეჩოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′29″ ჩ. გ. 42°34′33″ ა. გ. / 43.174917° ჩ. გ. 42.575889° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3375 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ბეჩოს უღელტეხილი, იუსენგი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, დონღუზორუნისა და შხელდის მთებს შორის. სიმაღლე 3375 მ. დაფარულია ყინულით (ჩრდილოეთით იუსენგის და სამხრეთით დოლრას მყინვარი). ბილიკი გადადის ენგურის ხეობიდან (მდინარე დოლრაჭალის სათავეებიდან, მესტიის მუნიციპალიტეტი) ბაქსანის ხეობაში (მდინარე იუსენგის სათავეებში, ყაბარდო-ბალყარეთი).
ბეჩოს უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის სხვა უღელტეხილებთან შედარებით ყველაზე ადვილი გადასასვლელია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირისათვის.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 419.